European School

რა არის პლაგიატი?

პლაგიატი ნიშნავს სხვისი სიტყვების, იდეების ან ნამუშევრის საკუთარად გასაღებას. ეს მოიცავს ტექსტს, იდეებს, სურათებს, აუდიო და ვიდეო მასალას, ასევე მონაცემებს  მიუხედავად იმისა, აღებულია ისინი წიგნიდან, ვებგვერდიდან, სხვა სტუდენტისგან თუ გამოყენებულია თარგმანი წყაროს მითითების გარეშე.

რა ითვლება პლაგიატად

  • ტექსტის კოპირება ბრჭყალებისა და ციტირების გარეშე
  • სხვისი იდეის პერაფრაზირება (გადაკეთება) ავტორის მითითების გარეშე
  • სურათის, დიაგრამის, ვიდეოს ან მუსიკის გამოყენება წყაროს დასახელების გარეშე
  • ნათარგმნი ტექსტის წარდგენა ორიგინალის ავტორის მითითების გარეშე
  • ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული კონტენტის გამოყენება ინსტრუმენტისა და მითითების (prompt) ციტირების გარეშე

სკოლის რეაგირება

აკადემიური გადაცდომა და მისი შედეგები გაწერილია სკოლის აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკაში, ხოლო ბიბლიოთეკის გზამკვლევი განმარტავს, თუ რა მოეთხოვებათ სტუდენტებს ნაშრომების შესრულებისას.პატიოსანი შრომის მხარდასაჭერად სკოლა იყენებს პროგრამა Turnitin-ს. იგი ადარებს წარდგენილ ნაშრომს გამოქვეყნებულ წყაროებსა და სხვა სტუდენტების ნამუშევრებს მსგავსებების გამოსავლენად. ასევე, პროგრამა მიუთითებს, როდესაც ტექსტი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირების ნიშნებს შეიცავს. Turnitin ხელს უწყობს სწავლებას და არა ანაცვლებს მას: ბიბლიოთეკა მუშაობს სტუდენტებთან ციტირებასა და წყაროების მითითებაზე, რათა დაეხმაროს მათ იმის გაგებაში, თუ როგორ გამოიყენონ წყაროები სწორად. სკოლა ხელმძღვანელობს MLA სტილით, ბიბლიოთეკა კი ატარებს ვორქშოფებს და გასცემს რეკომენდაციებს მისი პრაქტიკაში გამოყენების შესახებ.