





















კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპული სკოლის ბიბლიოთეკაში!
ბიბლიოთეკის მუშაობის საათები:
ორშაბათი – პარასკევი, 9:00 – 17:00
მდებარეობა
დაწყებითი საფეხურის ბიბლიოთეკა – შენობა A, IV და VI სართული
ქართული დაწყებითი პროგრამა და IB PYP. I–II კლასების ბიბლიოთეკა IV სართულზეა, III–V კლასების ბიბლიოთეკა VI-ზე, თუმცა, დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლეს ორივე სივრცით შეუძლია სარგებლობა.
საბაზო და საშუალო საფეხურის ბიბლიოთეკა – შენობა B, V სართული
საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) საბაზო, სადიპლომო და კარიერული პროგრამები.
ქართული პროგრამისა და ამერიკული უმაღლესი სკოლის (ASAS) ბიბლიოთეკა – შენობა C, V სართული
ქართული საბაზო და საშუალო საფეხური და ამერიკული უმაღლესი სკოლა.
„ევროპული სკოლის” ბიბლიოთეკა მკითხველს რესურსების ფართო არჩევანს სთავაზობს როგორც ბიბლიოთეკის სივრცეში, ისე სახლიდან ან მობილური მოწყობილობით სარგებლობისას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლა-სწავლების პროცესში. ბიბლიოთეკით სარგებლობა შესაძლებელია კვლევის, მეცადინეობის, კითხვისა და ჯგუფური მუშაობისთვის.
ბიბლიოთეკა მკითხველს უზრუნველყოფს როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული რესურსებით. ელექტრონულ რესურსებზე წვდომა სკოლის შენობის გარეთაც 24/7 რეჟიმშია შესაძლებელი.
კატალოგის მეშვეობით შესაძლებელია ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცული მასალის მოძიება.
ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში საკონტაქტო გვერდზე განთავსებული ფორმის მეშვეობით დაუკავშირდით ბიბლიოთეკის გუნდს, რომელიც სიამოვნებით დაგეხმარებათ.
ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ასევე მუდმივად ქვეყნდება სიახლეები, ინფორმაცია ღონისძიებების შესახებ და რჩევები ელექტრონული რესურსებით სარგებლობის თაობაზე.









