ლიტერატურული კლუბი
„ევროპულ სკოლის“ ლიტერატურული კლუბის მიზანია, მოსწავლეებს გაუღვივოს უწყვეტი სწავლის სიყვარული, მისცეს მათ შესაძლებლობა, ენთუზიაზმით მოეკიდონ და მოიხიბლონ ლიტერატურის სამყაროთი. კლუბის წევრები ერთვებიან საინტერესო დისკუსიებსა და დებატებში იმ მრავალფეროვანი თემატიკიდან და უსაზღვრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რასაც მსოფლიო ლიტერატურის ფართო სპექტრი იძლევა. ასევე მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება გაეცნონ სხვადასხვა ტექსტის ტიპებს, ლიტრატრულ ელემენტებსა და ჟანრებს.
კლუბის პოზიტიურსა და შემეცნებითი გარემოში წახალისებულია ლიტერატურის სიყვარული. სანტერესო და შემეცნებითი გარემო მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ თავიანთი აზრი. კლუბის მთავარი მიზანია მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციური უნარების ჩამოყალიბება, ანალიზის, დისკუსიების, სხვადასხვა ტექსტების აგებისა და დეკონსტრუირების მეშვეობით.
მოსწავლეებს უვითარდებათ კირიტკულ-ანალიტიკური აზროვნების უნარები, ისინი გამოცდილებას ღებულობენ კრეატიულ წერაში, სწავლობენ როგორ გადმოსცენ აზრი წერილობით და ზეპირმეტყველებით. მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა პროექტებში, ჯგუფურ და წყვილურ სამუშაოებში, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
ლიტერატურული კლუბი საშუალებას აძლევს კლუბის წევრებს, მეტი შეხება ჰქონდეთ და გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა, მოსმენილის აღქმის, კითხვისა და მეტყველების დონე.